კოლექტიური ნაცმოძრაობა, ზურაბიშვილის ჩართულობით, მარცხისთვის არის განწირული - კალაძე

12.08.24 15:39
კოლექტიური ნაცმოძრაობა, ზურაბიშვილის ჩართულობით, მარცხისთვის არის განწირული - კალაძე

 კალაძე ამტკიცებს, რომ "რადიკალური დაჯგუფება", რომელშიც სალომე ზურაბიშვილიც მოიაზრება, არჩევნებში მარცხისთვის არის განწირული. "ოცნების" გენერალური მდივნის თქმით, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს და ისინი პირდაპირ არიან ჩართულები არჩევნებში. 

წინასაარჩევნოდ ყოველთვის ხდება ამ ტიპის სპეკულაციები. რაც შეეხება ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც განწირულია მარცხისთვის. არანაირი სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი  არ არსებობს საქართველოში. არანაირი ზღვარი არ არსებობს დღეს. პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში არის ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, - ამბობს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტზე თავდასხმა "ოცნებამ" ამას შემდეგ განაახლა, რაც სალომე ზურაბიშვილი მოხალისე დამკვირვებლების კამპანიაში ჩაერთო და სოციალური ქსელით მოქალაქეების ინფორმირება დაიწყო.