"ოცნება" კასპის ყოფილი მერის წინააღმდეგ: "მტერთან გვიღალატა, ღმერთმა შეარგოს!"

12.08.24 15:45
"ოცნება" კასპის ყოფილი მერის წინააღმდეგ: "მტერთან გვიღალატა, ღმერთმა შეარგოს!"

''მტერთან, რომ ადამიანი გიღალატებს ღმერთმა შეარგოს ასეთი ადამიანი ნაცმოძრაობას'' - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე კასპის ყოფილი მერის, მანუჩარ მერაბაშვილის „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეერთების ფაქტს.

როდესაც მტერია იცი, რომ შენი პოლიტიკური მტერია გებრძვის და რაღაც თვისებებიც, კი შეიძლება დაუფასო იმ ბრძოლაში. ასეა ჩვეულებრივ ომშიც, ესაა პოლიტიკურ ომშიც, მაგრამ მტერთან, რომ ადამიანი გიღალატებს ღმერთმა შეარგოთ ასეთი ადამიანები, გახარიასგან დაწყებული ნაცმოძრაობას" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

თბილისის მერის კახი კალაძე ამტკიცებს, რომ "ვის სადაც, უნდა იქ წავიდეს გზა ხსნილია". 

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოსახლეობასთან შეხვედრას აგრძელებენ - კასპში მოსახლეობასთან შეხვედრისას ოპოზიციას  შეუერთდა, ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანი და კასპის ყოფილი მერი, მანუჩარ მერაბაშვილი.