როდესაც ''ოცნების'' ყოფილი მაღალჩინოსანი გადმოდის ოპოზიციაში, ნიშნავს, რომ ეს ადამიანები აცნობიერებენ, როგორი მოღალატეობრივი ინტერესების გამტარებელია მმართველი გუნდი - ანო ბალიაშვილი

12.08.24 15:52
როდესაც ''ოცნების'' ყოფილი მაღალჩინოსანი გადმოდის ოპოზიციაში, ნიშნავს, რომ ეს ადამიანები აცნობიერებენ, როგორი მოღალატეობრივი ინტერესების გამტარებელია მმართველი გუნდი - ანო ბალიაშვილი

როდესაც „ქართული ოცნების“ ყოფილი მერი და მაღალჩინოსანი გადმოდის ოპოზიციაში, ნიშნავს, რომ ეს ადამიანები აცნობიერებენ, როგორი მოღალატეობრივი და რუსული  ინტერესების გამტარებელია მმართველი გუნდი  - ასე გამოეხმაურა  ფრაქცია  ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს წევრი, ანო ბალიაშვილი კასპის ყოფილი მერის, მანუჩარ მერაბაშვილის „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეერთებას.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად, გაერთიანებულ ძალისხმევას, ალტერნატივა არ აქვს.

,,როდესაც „ქართული ოცნების“ ყოფილი მერი და მაღალჩინოსანი გადმოდის ოპოზიციაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები აცნობიერებენ, როგორი მოღალატეობრივი და რუსული ინტერესების გამტარებელია მმართველი გუნდი. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთიანობა იმარჯვებს და ძალა ერთობაშია, გაერთიანებულ ძალისხმევას „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ, საბრძოლველად ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ანო ბალიაშვილმა.

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოსახლეობასთან შეხვედრას აგრძელებენ - კასპში მოსახლეობასთან შეხვედრისას ოპოზიციას  შეუერთდა, ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანი და კასპის ყოფილი მერი, მანუჩარ მერაბაშვილი.