პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი სახელმწიფო უწყებაა, რომელსაც სურს, ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს - ეკა გიგაური

12.08.24 15:47
პრეზიდენტის აპარატი ერთადერთი სახელმწიფო უწყებაა, რომელსაც სურს, ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს  - ეკა გიგაური

საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის აპარატი არის ერთადერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, - ასე ეხმიანება TI-სი ხელმძღვანელი ეკა გიგაური პრეზიდენტზე "ოცნების" თავდასხმას. გიგაური დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილის ჩართულობა მოხალისე დამკვირვებლების კამპანიაში, მმართველ პარტიას აშინებს, რადგან სურთ, ადმინისტრაციული რესურსი სათავისოდ ისე გამოიყენონ, რომ ამაზე არავინ ილაპარაკოს. 

საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის აპარატი არის ერთადერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, ამიტომ ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყველა ინიციატივას მიესალმება, რომლის მიზანიც ზუსტად სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა, ეს არის ძალიან კარგი და ეს არის საშიში მმართველი პარტიისთვის, იმიტომ, რომ მმართველ პარტიას უნდა, რომ ხმები არ იყოს დაცული, უნდათ, რომ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენონ ისე, რომ ამის შესახებ არავინ ილაპარაკოს და მმართველ პარტიას აწყობს, რომ ჩვენი მოქალაქეები არ გავიდნენ არჩევნებზე, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით, - ამბობს ეკა გიგაური. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტზე თავდასხმა "ოცნებამ" ამას შემდეგ განაახლა, რაც სალომე ზურაბიშვილი მოხალისე დამკვირვებლების კამპანიაში ჩაერთო და სოციალური ქსელით მოქალაქეების ინფორმირება დაიწყო.