პოლიტიკური შეთანხმების პროცესი ოპოზიციაში - "ძლიერი საქართველო" გამსხვილებისთვის ემზადება
პოლიტიკური გამსხვილების პროცესი ოპოზიციაში და დიდი თავისტკივილი "ოცნებაში" - ერთ საათში კიდევ ერთი ოპოზიციური ერთობის პრეზენტაცია იგეგმება. "ძლიერ საქართველოში" ახალი პოლიტიკური შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდება. პირველების ინფორმაციით, კოალიციას ალეკო ელისაშვილი უერთდება. შესაბამისად, გადამწყვეტი არჩევნების წინ პლატფორმაში გაერთიანებულ 3 სუბიექტს "მოქალაქეებიც" დაემატება.
მოლაპარაკებები დასრულებულია და ახლა ყველა პირველ განცხადებებს ელოდება, მათ შორის, "ქართული ოცნებაც", რომლისთვისაც ოპოზიციის გამსხვილება წინასაარჩევნოდ მძიმე დარტყმაა. ამიტომ "ძლიერი საქართველო" დღეს ხელისუფლების თავდასხმის მთავარი სამიზნე იყო. პრემიერი დღეს პოლიტიკური მათემატიკით ცდილობდა ოპოზიციურ ერთობაზე იერიშის მიტანას.
რა განცხადებები კეთდება პრეზენტაციის დაწყებამდე - ნანუკა ქაჯაიაა პირდაპირ ეთერში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.