რა არგუმენტით უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს შეხვედრაზე უარი? - "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე დუმს

12.08.24 20:19
რა არგუმენტით უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს შეხვედრაზე უარი? - "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე დუმს

ბოლო დღეების მთავარ პოლიტიკუირ სკანდალს ოცნება დუმილით პასუხობს. რა არგუმენტით უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს შეხვედრაზე უარი. კობახიძემ იცის, თუმცა არ ამბობს.

პრემიერი ხელს ისევ სენატორებისკენ იშვერს და ამბობს, რომ თავად თქვან, რა პასუხი მიიღეს ოლიგაქრისგან. გადამალული ივანიშვილი, როგორც ჩანს, თავის მართლებას და  მის სავარაუდო დასანქცირებაზე პირისპირ საუბარს გაექცა.  

დამაჯერებელი არგუმენტები არც ოლიგარქის პარტიაში აქვთ, ამიტომ საკუთარი ვერსიების გაშლა დაიწყეს. ამბობენ, რომ ამერიკელებისგან შეხვედრის მოთხოვნის ფორმა  მიუღებელია და პარტიის საპატიო თავმჯდომარე არ არის ვალდებული მათ ელაპარაკოს. არადა ეს ის სენატორია, რომელთან საუბარიც 2012 წლის არჩევნების  წინ ოლიგარქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. 12 წლის შემდეგ კი ჯინ შაჰინთან შეხვედრაზეც კი უარი თქვა.

დეტალები ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.