ანგარიშსწორება ოპოზიციის წინააღმდეგ - ნიკა მელიაზე თავდამსხმელი თავისუფალია
"ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ნადირობის სეზონი გახსნილად გამოაცხადა - პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაანონსებული ანგარიშსწორება ოპონენტებზე სამტრედიაში სისრულეში მოიყვანეს. ნიკა მელიაზე თავდამსხმელის ვინაობა დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ის ამ დრომდე გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ. პოლიციაში არ დაუბარებიათ არც კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი. რაც ოპოზიციისთვის მყარი არგუმენტია, რომ ხელისუფლება ამ არჩევნებსაც ძალადობრივი მეთოდებით ჩაატარებს. მელიას იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
31.10.26 21:35
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.