პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, რომლებმაც გვაჩვენეს გმირობის მაგალითი - ბოკუჩავა
"პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს. ამ ბიჭებმა მართლაც გვაჩვენეს გმირობის მაგალითი, ჩვენ მათთან ვალში ვართ და ჩვენი ვალია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის და ამის საუკეთესო გზა არის ჩვენი ერთიანობა" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, 10 აგვისტოდან შინდისის გმირთა მემორიალთან ადამიანები მათი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად იკრიბებიან.
პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს. ამ ბიჭებმა მართლაც გვაჩვენეს გმირობის მაგალითი, ჩვენ მათთან ვალში ვართ და ჩვენი ვალია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის და ამის საუკეთესო გზა არის ჩვენი ერთიანობა. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების ირგვლივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რითაც მათ შორის ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომელთა თავგანწირვამ და გმირობამ შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას სახელმწიფოებრიობა.
ათი აგვისტოდან ეს არის კვირეული, როდესაც ადამიანები მოდიან სწორედ აქ, სადაც არის ამ გმირობის ადგილი, რათა პატივი მიაგონ დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ვფიქრობ, ხელისუფლების მხრიდან რაიმე პროპაგანდის წარმოება თარიღებთან დაკავშირებით და ამაზე დავა, განსაკუთრებით ამ ძალიან მძიმე დღეებში, უპირველესად შეურაცხმყოფელია თითოეული ქართველისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის და უმთავრესად იმ გმირთა ხსოვნის შეურაცხყოფაა, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობის, პატრიოტიზმის, გმირობის და ქვეყნის სიყვარულის მაგალითი გვაჩვენეს.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.