ხაზარაძე: დღეს ვდგავართ გზის გასაყარზე, იქნება საქართველო თავისუფალ სამყაროსთან ერთად, თუ იქნება რუსეთის ქვეშევრდომი

12.08.24 21:30
ხაზარაძე: დღეს ვდგავართ გზის გასაყარზე, იქნება საქართველო თავისუფალ სამყაროსთან ერთად, თუ იქნება რუსეთის ქვეშევრდომი

"დღეს ვდგავართ გზის გასაყარზე, თუ სად იქნება ჩვენი სამშობლო, იქნება თავისუფალ სამყაროსთან ერთად, თუ იქნება რუსეთის ქვეშევრდომი" - ამის შესახებ განცხადება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გუდიაშვილის მოედანზე, კოალიციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

მამუკა ხაზარაძემ "ქართული ოცნების" პოლიტიკასა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გამარჯვება უნდა გაიფორმოს. 

"ჩვენი მიზანია, შევცალოთ ბოლო 9-12 თუ 20 წლის პოლიტიკა და ახალი ძალები შემოვიტანოთ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში" - თქვა ხაზარაძემ და იქვე დაამატა, რომ "ილიას გზა არის სწორედ ის გზა, რომელიც ქვეყანას გამარჯვებამდე მიიყვანს".

გილოცავთ დიდგორობას დღეს არის გამარჯვების დღეს. დიდგორობის გამარჯვების საწინდარი იყო ერთად დგომა. დიდგორობა მოვიგეთ, რადგან ჩვენმა წინაპრებმა გადადეს ყველაფერი გვერდზე და გაერთიანდნენ. ჰქონდათ მიზანი, რომ მტერს არ უნდა დანებებოდნენ. უკან ჩახერგეს ყველაფერი, რომ უკან დასახევი გზა არ დარჩენოდათ. დღეს ასეთი საშიშროების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ასეთ გზის გასაყარზე არ მდგარა არასდროს ჩვენი ქვეყანა. დღეს ვდგავართ გზის გასაყარზე, სად იქნება ჩვენი სამშობლო, იქნება თავისუფალ სამყაროსთან ერთად, თუ თუ იქნება რუსეთის, დამპყრობლის ქვეშევრდომი და ამას ქართველი ერი არ დაუშვებს. ასეთი დიდგორობა გველოდება ჩვენ 26 ოქტომბერს, მშვიდობიანად. ჩვენი მიზანია შევცალოთ ბოლო 9-12 თუ 20 წლის პოლიტიკა და ახალი ძალები, ახალი იდეები შემოვიტანოთ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ილიას გზა არის სწორედ ის გზა, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

"ძლიერ საქართველოში" ახალი პოლიტიკური ერთობა ოფიციალურად შედგა - ხაზარაძე-დოლიძე-ცუცქირიძის კოალიციას პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი შეუერთდა.