რა გახდა "ძლიერი საქართველოსა" და "მოქალაქეების" ლიდერის კოლაბორაციის მიზეზი? - მამუკა ხაზარაძის კომენტარი

13.08.24 11:29
რა გახდა "ძლიერი საქართველოსა" და "მოქალაქეების" ლიდერის კოლაბორაციის მიზეზი? - მამუკა ხაზარაძის კომენტარი

რა გახდა "ძლიერი საქართველოსა" და "მოქალაქეების" ლიდერის კოლაბორაციის მიზეზი? - "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე განმარტავს, რომ მიუხედავად ალეკო ელისაშვილთან წარსულში არსებული კონფლიქტისა, ახლა პირადი დაპირისპირებების დრო არ არის.

მამუკა ხაზარაძე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ როდესაც ქვეყანა გზაგასაყარზე დგას, "ყოველგვარი პიროვნული გადადებული უნდა იყოს უკანა პლანზე". 

როცა ქვეყანას აქვს ძალიან დიდი გამოწვევა, ვიქნებით რუსეთში თუ ევროპაში, ყოველგვარი პიროვნული უნდა იყოს გადებული უკანა პლანზე. სწორედ ამით ვიხელმძღვანელეთ, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და გავაძლიერეთ "ძლიერი საქართველო", ახალი პლატფორმა, რომელიც უფრო გაძლიერდება ყოველდღიურად იმისათვის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ დავამარცხოთ რუსული ხელისუფლება საქართველოში და შევქმნათ ალტერნატივა იმისა, რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. დიდგორობა ქართველებმა ერთსულოვნებით მოიგეს და ალბათ, იქაც იქნებოდნენ ადამიანები, რომლებსაც ექნებოდათ კონფლიქტი, მაგრამ დღეს, საუკუნეების მერე არავის არ ახსოვს, ვის რა კონფლიქტი ჰქონდა დიდგორობამდე. ყველას ახსოვს გამარჯვება. ამიტომ ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და ასეთი ხელისჩამორთმევით ვივლით მანამ, სანამ ამ ქვეყანას არ დავანახებთ ნამდვილ რეფორმას, ალტერნატივას და იმ პროგრამის შესრულებას, რომელსაც ჰქვია ილიას გზა", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

"ძლიერ საქართველოში" ახალი პოლიტიკური ერთობა ოფიციალურად შედგა - ხაზარაძე-დოლიძე-ცუცქირიძის კოალიციას პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი შეუერთდა.