გვინდა, სხვებსაც მივცეთ მაგალითი, რომ ახლა არის არა დაყოფის, არამედ გაერთიანების დრო - ჯაფარიძე
"გვინდა, სხვებსაც მივცეთ მაგალითი, რომ ახლა არის არა დაყოფის, არამედ გაერთიანების დრო" - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე პარტია "მოქალაქეებთან" კოალიციას.
ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პლატფორმის კარი კვლავ ღიაა და კოალიცია მზად არის, 2024 წლის 26 ოქტომბრამდე სხვადასხვა პოლიტიკურ ფიგურებთან ითანამშრომლოს.
ამით გვინდა, რომ სხვებსაც მივცეთ მაგალითი, რომ ახლა არის არა დაყოფის, არამედ შერიგების, გაერთიანების დრო იმისთვის, რომ განსაცდელი ერთად გადავლახოთ და ქვეყანა დავაყენოთ განვითარების გზაზე 26 ოქტომბრის შემდეგ. "ძლიერი საქართველოს" კარი ღიაა და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ისეთ პოლიტიკურ აქტორებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას და მზად იქნებიან, რომ ერთად მოვახერხოთ ამ კრიზისიდან გამოყვანა ჩვენი ქვეყნის", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
"ძლიერ საქართველოში" ახალი პოლიტიკური ერთობა ოფიციალურად შედგა - ხაზარაძე-დოლიძე-ცუცქირიძის კოალიციას პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი შეუერთდა.