"ქართული ოცნება" არის საერთაშორისო სანქციების პირისპირ - ფარულავა

13.08.24 12:10
"ქართული ოცნება" არის საერთაშორისო სანქციების პირისპირ - ფარულავა

"ქართული ოცნება" არის საერთაშორისო სანქციების პირისპირ. ყველა, ვინც შავი ფულის მოხვეჭაში არის მხილებული და ამ შავ ფულს იყენებს იმისთვის, რომ ქართველ ხალხს წაართვან ევროპული პერსპექტივა, საერთაშორისო სანქციები ემუქრება - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ჰელსინკის კომისიის განცხადებას. 

ლაშა ფარულავას თქმით, "2024 წლის 26 ოქტომბერს კრიმინალური ხელისუფლება ერთიანობით წარსულს უნდა ჩაბარდეს". 

"ქართული ოცნება" არის საერთაშორისო სანქციების პირისპირ. მას ემუქრება საერთაშორისო სანქციები. ცხადია ხელისუფლება, რომელიც ჩართულია  ტრანსნაციონალურ კიბერ დანაშაულში და თავად ახორციელებს ორგანიზებულ დანაშაულს, ის ვერ შექმნის ვერც მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ვერც ღირსეული ცხოვრების პირობებს და ცხადია ვერ დააბრუნებს ჩვენს ემიგრაციას, ამიტომ ჩვენ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩავაბაროთ წარსულს კრიმინალური ხელისუფლება, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, ქართულ სახელმწიფოს და სამწუხაროა ის, რომ ამ ორგანიზებულ დანაშაულში, ტრანსნაციონალურ კიბერ დანაშაულში, მათ შორის მხილებულია სამართალდამცავი უწყებები, მთელი მართლმსაჯულების სისტემა არის გამოყენებული ივანიშვილის ორგანიზებული ჯგუფის საქმიანობაში და რა თქმა უნდა, ჭეშმარიტების მომენტი დადგა - ყველა არის სანქციების პირისპირ, რომლებიც არიან შავი ფულის მოხვეჭაში მხილებულები და ამ შავ ფულს იყენებენ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს წაართვან ევროპული პერსპექტივა და ევროპული კეთილდღეობა, ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ერთიანობით უნდა დავამარცხოთ ერთხელ და სამუდამოდ კრიმინალური ხელისუფლება". -განაცხადა ლაშა ფარულავამ.

 „ჰელსინკის კომისია“ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში ამხელს - გავრცელებულ განცხადებაში კომისია წერს, რომ ივანიშვილის პარტია ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.