ადამიანების ძარცვა "ოცნების" და ივანიშვილის ხელწერაა და ეს უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ფაქტია - "ძლიერი საქართველო"
ადამიანების ძარცვა "ოცნების" და ივანიშვილის ხელწერა და ეს უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ფაქტია - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველო" ჰელსინკის კომისიის განცხადებას.
"ძლიერი საქართველოს" თქმით, ჰელსინკის კომისიამ დაადასტურა, რომ ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიული პროცესის გაუქმებას ცდილობს .
ადამიანების ძარცვა არის ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ხელწერა და ეს უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ფაქტია. ჰელსინკის კომისიამ დაადასტურა, რომ ივანიშვილი საქართველოში ცდილობს დემოკრატიული პროცესისის გუქმებას, სწორედ კრიმინალირო გზით-არალეგალურო ქოლცე ტრებიფ მოპოვებული სახსრებით.
ის რომ ქართულმა ოცნებამ შექმნა რეჟიმი, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო კრიმინალური სინდიკატივით ჩვენთვის დიდი ხანია ნათელია. ჩვენი გაერთიანების წევრი დეპუტატები არიან ხელისმომწერნი საპარლამენტო ინიციატივისა რომლითაც უნდა შექმნილიყო საგამოძიებო კომისია და გარკვეულიყო სიმართლე ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, თუმცა მმართველი პარტია ხელს აფარებს კრიმინალებს რომლებიც მას მმართველობის მიტაცებაში ეხმარებიან.დღეს ქართველ ხალხს სჭირდება რეალური ალტერნატივა. ახალი, სუფთა წარსულის მქონე ძალა, რომელსაც არ მიიუძღვის წვლილი იმ 20 წლიანი მმართველობის სისტემის შექმნაში, რომლის შედეგადაც ვკარგავთ ევროპული, ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნის შესახლებლობას.
26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები დაასრულებენ რუსული ყაიდის კრიმინალურ ხელისუფლებას და ხმას მისცემენ ევროპაში სწრაფ ინტეგრაციას, 200 000 სამუშაო ადგილს და შრომის სამართლიან ანაზღაურებას, 1000 ლარიან პენსიას.
ხმას მისცემენ ძალას რომელიც ემსახურება ქართველ ხალხს", - წერია განცხადებაში.