"ოცნება" ცდილობს, საარჩევნო პროცესი ომისა და მშვიდობის ჩარჩოში მოაქციოს და ამით შიშზე დაფუძნებული ხმები მიიღოს - პეტრე ცისკარიშვილი
"ქართული ოცნების" განცხადებას, რომელიც ისევ აგვისტოს ომის გამოძიებით იმუქრება, ენმ საგანგებო ბრიფინგით ეხმიანება. პატიის გენერალური მდივანი პირდაპირ ამბობს, რომ ამ ხრიკს ახლა "ოცნება" წინსაარჩევნოდ იყენებს, რათა საარჩევნო პროცესი "ომისა და მშვიდობის" ჩარჩოში მოაქციოს და ამით შიშზე დაფიძნებული ხმები მოიპოვოს. პეტრე ცისკარიშვილის თქმით, რეალურად, ამ საკითხში საქართველოს ბრალეულობა არ არსებობს და ხელისუფლების რიტორიკა მხოლოდ რუსეთის ნიადაგზე ასხამს წყალს.
ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ საზოგადოებამ 26 ოქტომბერს "მახინჯი რეჟიმის" წინაღმდეგ უნდა გაერთიანდეს და ხელისუფლებიდან გაისტუმროს.
,ყოველი არჩევნების წინ ამ ადამიანებს, ბიძინა ივანიშვილის დაჯგუფებას, აქვს ახალი ნარატივი. წარმოადგენენ ხოლმე ახალ ბრალდებებს საკუთარი ამომრჩევლის რაღაც ნაწილის გასამყარებლადაც შეიძლება მათ შორის, პრორუსულად განწყობილი საზოგადოების იმ მცირე ჯგუფების შემოსამტკიცებლადაც, რა თქმა უნდა და აბსოლუტურად წინასაარჩევნოდ კეთდება ასეთი განცხადებები და გაისმის ასეთი ბრალდებები, როგორც კი დასრულდება არჩევნები, ისინი ჯერ ეს ერთი სახლებში წავლენ და ოპოზიციაში გადაინაცვლებენ, მაგრამ არც არანაირი გეგმა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ უბრალოდ ქეისი არ არის, უბრალოდ, არ არსებობს ის კონკრეტული ბრალდება, რაც შეიძლება საქართველოს წაუყენო ან საქართველოს მთავრობას წაუყენო, რაც არ უნდა მოღალატე იყო, შენ საქართველოს შიგნით, იმიტომ, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ გაამართლა საქართველო, ვერ იპოვა ვერანაირი ბრალეულობა საქართველოს მხრიდან ჩადენილი, უცხო ქვეყნის ჯარები შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის ბრალეულობას ვინც ამტკიცებს, ეს არის მხოლოდ რუსეთი, ბელორუსი და რამდენიმე წყნარი ოკეანის სახელმწიფო, რომლებმაც აღიარეს ამ ტერიტორიების სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. ამით შემოიფარგლება ის მხარდაჭერა, რომელიც, რეალურად, პოლიტიკურად და სამართლებრივად "ქართულ ოცნებას" ამ თემასთან დაკავშირებით აქვს, მაგრამ მათ, როგორც ჩანს, სხვა სალაპარაკო არ აქვთ, დაპირებებს ვეღარ გასცემენ, ქვეყანა წინ როგორ წაიყვანონ არ იციან და რომც იცოდნენ ვეღარც გამოუვათ, იმხელა დანაშაულები აქვთ უკვე ზურგზე წამოკიდებული. აქედან გამომდინარე უნდათ, რომ საარჩევნო პროცესი მოაქციონ ომისა და მშვიდობის ჩარჩოში და ამით რაღაცნაირად გაძვრნენ და მოიპოვონ საზოგადოების მხარდაჭერა, რომ შიშზე დაფუძნებული ხმები მიიღონ, შიშზე დაფუძნებული ხმების მაგივრად ქართული საზოგადოება ამ მახინჯი რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს, ძალა ერთობაშია და 26 ოქტომბერს ესენი უნდა დამარცხდნენ,- განაცხადა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.