წინასაარჩევნო პროცესში უხეში ჩარევა - მიქანაძე ჰელსინკის კომისიის გზავნილზე
წინასაარჩევნო პროცესში უხეში ჩარევა - ასე აფასებს "ოცნების" წევრი გივი მიქანაძე ჰელსინკის კომისიის უმწვავეს გზავნილს და შტატებისგან მტკიცებულებებს ითხოვს.
მიქანაძის თქმით, ჰელსინკის კომისია ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად აკეთებს მსგავს განცხადებას.
,ჰელსინკის კომისიის დასკვნას, ერთი სიტყვით, რომ შევაფასოთ ეს არის წინასაარჩევნო პროცესში ძალიან უხეში ჩარევა. ის დასკვნა, თუ ის განცხადება, რაც გააკეთეს მათ, რომლის არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, ეს ვერ იქნება მიღებული, იმიტომ რომ განცხადება კეთდება, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად. ჩვენ ველოდებით, მათგან, რომ ეს კონკრეტული მტკიცებულებები იყოს წარდგენილი, თუმცა რა თქმა უნდა, რაც ბუნებაში არ არსებობს ეს ვერ იქნება წარდგენილი“. - განაცხადა მიქანაძემ.
„ჰელსინკის კომისია“ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში ამხელს - გავრცელებულ განცხადებაში, კომისია წერს, რომ ივანიშვილის პარტია ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.