უტიფრობა, ჩვენი ღირსების შელახვას ვერ ავიტანთ - გორდულაძე ჰელსინკის კომისიის მძიმე გზავნილზე
ჰელსინკის კომისია ცდილობს კეზერაშვილის გაფუჭებულ საქმეებზე ხელი "ოცნებას" შეაწმინდოს, არ გაუვათ - ამის შესახებ "ოცნების" წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
გორუდლაძე შტატებიდან წამოსულ უმწვავეს გზავნილს უტიფრობას უწოდებს და ამბობს, რომ ღიორსების შელახვა არავის გაუვა.
,,ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი ტყუილი და უტიფრობა და ყველაზე სამწუხარო, ის არის, რომ ჰელსინკის კომისია აკეთებს ამ ყველაფერს და როგორმე, ცდილობს, რომ კეზერაშვილის გაფუჭებული საქმეები, დანაშაულებრივი ქმედებებზე, ხელი შეაწმინდოს ’’ქართულ ოცნებას“, რაც კატეგორიულად მიუღებელია და არავის არ გაუვა. ჩვენ ნამდვილად ღირსეულები ვართ და ჩვენი ღირსების შელახვას, ნამდვილად ვერ ავიტანთ.“
„ჰელსინკის კომისია“ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში ამხელს - გავრცელებულ განცხადებაში, კომისია წერს, რომ ივანიშვილის პარტია ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.