ივანიშვილმა "ოცნება" აიძულა საქართველო ჭუჭყიანი ფულის სამრეცხაოდ გადააქციოს - სამადაშვილი
ივანიშვილმა "ოცნება" აიძულა საქართველო ჭუჭყიანი ფულის სამრეცხაოდ გადააქციოს - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" წევრი სალომე სამადაშვილი ჰელსინკის კომისიის განცხადებას.
სამადაშვილმა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ "ოცნებას" გამოძების დაწყება არ სურს, რადგან კვალი ივანიშვილამდე მივა.
ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც აიძულა საკუთარი პოლიტიკური გუნდი მიეღოთ მაგალითად ოფშორების კანონი, იმიტომ რომ გადააქციონ საქართველო ჭუჭყიანი ფულის სამრეცხაოდ. ჩვენ იცით, რომ მხარი დავუჭირეთ საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში ამ ქოლ ცენტრირების თემაზე. ვინ დაბლოკა ეს ინიციატივა, დაბლოკა სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა გუნდმა, იმიტომ რომ იციან თვითონ, რომ ნებისმიერი რეალური გამოძიება მივა სწორედ, ივანიშვილის და მისი გარემოცვის კვალს დაადგენს ამ დანაშაულში", - განაცხადა სალომე სამადაშვილმაა.
„ჰელსინკის კომისია“ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში ამხელს - გავრცელებულ განცხადებაში, კომისია წერს, რომ ივანიშვილის პარტია ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.