ყველგან, სადაც მივდივართ ადამიანები ითხოვენ ოპოზიციის ერთიანობას ცვლილებებისთვის - ბოკუჩავა

13.08.24 13:46
ყველგან, სადაც მივდივართ ადამიანები ითხოვენ ოპოზიციის ერთიანობას ცვლილებებისთვის - ბოკუჩავა

"მინდა გითხრათ, ყველგან, სადაც მივდივართ ადამიანები ითხოვენ ერთიანობას, ითხოვენ ოპოზიციის ერთიანობას ცვლილებებისთვის, ასევე ძალიან ბევრი ადამიანი ვისაც ვესაუბრები, მეკითხება, როგორ არის პრეზიდენტი სააკაშვილი" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. 

თინა ბოკუჩავას თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბრძოლის განწყობაზეა და გადამწყვეტ არჩევნებზე გამარჯვებას ელოდება. 

ვიყავით თელავში, ვიყავით დედოფლისწყაროში, ვიყავით ბეშუმში, ახალციხეში, წალენჯიხაში მანამდე, ვიყავით წყალტუბოში, დღეს ვართ თქვენთან ერთად, ხაშურში. მინდა გითხრათ ყველგან, სადაც მივდივართ,ადამიანები ითხოვენ ერთიანობას, ითხოვენ ოპოზიციის ერთიანობას ცვლილებებისთვის, ერთიანობას გამარჯვებისთვის, ერთიანობას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიბრუნოთ, ერთიანობით მართლა ყველაფერი შეუძლია საქართველოს, ეს აჩვენა ჩვენმა ისტორიამ და ეს უნდა ვაჩვენოთ მათ შორის ჩვენი მომავლით. ასევე ძალიან ბევრი ადამიანი ვისაც ვესაუბრები,მეკითხება როგორ არის პრეზიდენტი სააკაშვილი. მიშა არის ძალიან მაგრად, მიშა არის ბრძოლის განწყობაზე, მიშა ელოდება გამარჯვებას, იმიტომ, რომ მიშამ, ძალიან კარგად იცი, რომ ერთიანობით გავიმარჯვებთ, ერთიანობით დავამარცხებთ კორუფციას, ერთიანობით დავამარცხებთ სიღარიბეს, რომელიც ივანიშვილის კლანურმა და კორუმპირებულმა მმართველობამ მოიტანა ამ ქვეყნისთვის. ერთიანობით დავამარცხებთ გაზრდილ ფასებს, რომლებსაც ადამიანები იძულებით  ემიგრაციაში გაურბიან, ოჯახები გახლეჩილია, ახალგაზრდები მიდიან, მოხუცებს პენსია არ ჰყოფნით. ერთიანობით ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი დავასრულოთ და დავუბრუნოთ ჩვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.