სოფელ ლეღვაში ყველანაირი კომუნალური ინფრასტრუქტურის პრობლემის ფონზე, მოვუწოდებ ადგილობრივ მთავრობას, დროულად იმოქმედონ - თედორაძემ
"სოფელ ლეღვაში ყველანაირი კომუნალური ინფრასტრუქტურის პრობლემის ფონზე, მოვუწოდებ ადგილობრივ მთავრობას, დროულად იმოქმედონ, სანამ ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა მოემსახურონ ხალხს და დადგნენ მათ გვერდით" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბონდო თედორაძემ განაცხადა.
ბონდო თედორაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ლარი 4 წლის წინ დაიხარჯა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის მაგისტრალური ხაზის მოწყობისთვის, დღემდე არ მიეწოდება სოფელს ბუნებრივი აირი და შესაბამის ინფრასტრუქტურა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ლეღვაში ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს ყოველგვარი კომუნალური ინფრასტრუქტურის პრობლემა, არ მიეწოდებათ ბუნებრივი აირი, შიდა გზები არის მოუწესრიგებელი, წყალი აქვთ გრაფიკით და ზაფხულში შეიქმნა დიდი პრიბლემა და ასევე ელექტრო ენერგიის მიწოდების კუთხით აქვთ შექმენილი პრობლემა. აღნიშნული პრობლემების თაობაზე, მოვუწოდებ ადგილობრივ მთავრობას დროულად იმოქმედონ მანამ, სანამ ჯერ კიდევ რუსულ მთავრობას 26 ოქტომბრამდე აქვს შესაძლებლობა მოემსახურონ და დადგნენ ხალხის გვერდით.” - განაცხადა ბონდო თედორაძემ.