"შესაძლოა, არჩევნების არაღიარებას უკავშირდებოდეს..." - როგორ წაიკითხა "ოცნებამ" ჰელსინკის კომისიის გზავნილი
მძიმე გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას ჰელსინკის კომისიიდან - "ოცნების "წევრი, გია ვოლსკი ვარაუდობს, რომ ჰელსინკის კომისია არჩევნების არალეგიტიმურად გამოსაცხადებლად ემზადება.
ვოლსკი ამტკიცებს, რომ ბინძურ ფულს არა "ოცნება", არამედ ოპოზიცია იყენებს.
შემაშფოთებელი განცხადებაა, იმიტომ, რომ ყველამ იცის, რომ "ქოლ-ცენტრებთან" დაკავშირებით ქართული პროკურატურა ევროპელ პროკურორებთან ერთად აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას, რათა ეს დანაშაული დადასტურდეს და ყველაფერმა უჩვენა, რომ კეზერაშვილი, "ნაცმოძრაობის" დამფინანსებელი და რეალური პოლიტიკური ლიდერი იყო ჩართული ამ დანაშაულში. აი ამ რეალობიდან უცებ, ამ განცხადებას გადავყავართ არარსებულ რეალობაში, რომ თითქოს, საქართველოს ხელისუფლება ჩართულია აი ამ "ქოლ-ცენტრების" დანაშაულში. ხომ არ არის ეს მინიშნება იმაზე, რომ პოლიტიკურ პროცესებში ამ ბინძური ფულის გამოყენება სწორედაც ის არის, რაც საფუძველს შეუქმნის არჩევნების არაღიარებას, ვინაიდან ბიძურ ფულს სწორედაც რომ მოწინააღმდეგე მხარე იყენებს", - ამბობს გია ვოლსკი.
„ჰელსინკის კომისია“ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში ამხელს - გავრცელებულ განცხადებაში, კომისია წერს, რომ ივანიშვილის პარტია ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.