ტერნერი პოტენციურად კორუმპირებულ კონგრესმენთა სიაშია, მისი განცხადება მიუღებელია - მიქანაძე
ტერნერის ნებისმიერი განცხადება ჩვენთვის მიუღებელი იქნება - ასე ეხმაურება მმართველი პარტიის წევრი გივი მიქანაძე სენატორი ჯინ შაჰინის და კონგრესმენი მაიკ ტერნერის ერთობლივ განცხადებას.
"ქართულ ოცნებაში" ისევ ამტკიცებენ, რომ კონგრესმენი ტერნერი "პოტენციურად კორუმპირებულთა სიაშია"
რაც შეეხება ამერიკიის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, მიქანაძის თქმით, მისი გაღრმავება, მხოლოდ ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული.
ტერნერის საკითხს გამოვყოფდი, მისგან ნებისმიერი განცხადება მიუღებელი იქნება ჩვენთვის, ადამიანის, რომელიც 2010 წლიდან ირიცხება ყველაზე, პოტენციურად კორუმპირებულ კონგრესმენთა სიაში. ამიტომ, ვერც სამართლებრივად, ვერც მორალურად ვერ მივიღებ, ვერც მეგობრულად ვერ მივიღებთ ამ ადამიანისგან პოზიციას და განცხადებას, რაც შეეხება სენატორ შაჰინს განცხადებას, ძირითადი ბერკეტები ამ გადატვირთვის და ამ კუთხით ურთიერთობების პოზიტიურ ჭრილში გაღრმავებისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ ამერიკულ მხარეს- განაცხადა გივი მიქანაძემ.
საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ ვითარების გამოსასწორებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და აშშ ამ ნაბიჯს ელოდება.
მაიკ ტერნერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა აშშ-ს შეშფოთება გამოიწვია და ახლა, მნიშვნელოვანია, მოახლოებული არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს.