“ყველა ტრაილერის შემოწმების რესურსი არ გვაქვს“ - “ოცნება"
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერს, გია ვოლსკის საერთაშორისო გამოძიების არ სჯერა. მისი თქმით, შესაძლოა, არც არის სიმართლე, რომ ნარკოტიკებით დატვირთული ტრაილერი ყირგიზეთიდან საქართველოში შევიდა და შემდგომ ბათუმის პორტიდან ბულგარეთში გადავიდა.
“ოცნების“ ლიდერი ამ შემთხვევაშიც აქცენტს წინა ხელისუფლებაზე აკთებს და ამტკიცებს, რომ შსს ნარკოდანაშულებების წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს.
ვერ დააბრალებ ჩვენ შსს-ს და სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ არ იბრძვიან. თუ ასეთი ფაქტი მოხდა, მისი წარმომავლობა კარგად გაირკვევა და ტრაფიკის გზაც გამოვლინდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით გახარებულები იყოთ და პოლიტიკურ ველზე უპირატესობა მოიპოვოთ. შეიძლება არც არის სიმართლე, რაღაც გაიგეთ, აღმოაჩინესო და დაწერას რაღა უნდა. ძალოვანი სტრუქტურები საკმაოდ ინტენსიურად და წარმატებულად იბრძვიან ნარკოტიკების წინააღმდეგ და არაერთი ადამიანია დაკავებული და არაერთი ქსელია გამოვლენილი, რომელიც ტქვენი ბელადების დროს არსებობდა“,- განაცხდა ვოლსკიმ.
რაც შეეხება ნარკოდანაშულში შესაძლო მფარველობის საკითხს, მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ ეს გამორიცხულია.
მეტიც, ლევან მაჭავარიანის თქმით, საქართველოში მოძრავი ყველა ტრაილერის შემოწმების რესურსი არათუ საქართველოს, არამედ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ ექნება.
საქართველოში ყოველდღიურად ათასობით ტრაილერი გადაადგილდება, შესაბამისად, ის რომ ყველა მათგანი გააჩერო და შეამოწმო, ამის რესურსი არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ ექნება. ამიტომ გამორიცხულად მიმაჩნია, რომ ვიღაცა რაღაცას მფარველობს და თუ ჩვენ გადავხედავთ, ზოგადად, ნარკოტიკებთან ბრძოლის სტატისტიკას, ეს ეჭვები ავტომატურად გაქარწყლდება“, - აცხადებს მაჭავარიანი.
ბულგარეთში, ბურგასის პორტში ტრაილერიდან $38 მილიონის ოდენობის 436 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს.
ნარკოტიკი ერთ-ერთი გემის დეკლარირებულ ტვირთში ინახებოდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი ყირგიზეთიდან საქართველოში შევიდა და შემდგომ ბათუმის პორტიდან ბულგარეთში გადავიდა.