საშინელებაა, დიდი ქვეყნის წარმომადგენლები პატარა ქვეყანას ბრალს გვდებენ - ვოლსკი სენატორებს პასუხობს
''ქართული ოცნების" ლიდერი გია ვოლსკი, სენატორი ჯინ შაჰინის და კონგრესმენი მაიკ ტერნერის ერთობლივ განცხადებას პასუხობს - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ირწმუენბა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას უსამართლოდ სდებენ ბრალს.
რაოდენ საშინელებაა, როდესაც უსამართლოდ პატარა ქვეყანას, დიდი ქვეყნის წარმომადგენლები ბრალს დებენ, იმაში, რომ თურმე გამჭვირვალობა ეს არის არაევროპული სტანდარტი. მე ვფიქრობ, ეს განცხადება, რომელიც მოვისმინეთ არ უწყობს ხელს იმას, რომ ეს გაუგებრობა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ. ვთქვათ, რომ გამჭვირვალობა არის კარგი" - განაცხდა გია ვოლსკიმ.
საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ ვითარების გამოსასწორებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და აშშ ამ ნაბიჯს ელოდება.
მაიკ ტერნერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა აშშ-ს შეშფოთება გამოიწვია და ახლა, მნიშვნელოვანია, მოახლოებული არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს.