სტრატეგიული პარტნიორები არჩევნების გარდა, არაფერს აღარ ელოდებიან - სალომე სამადაშვილი

13.08.24 15:56
სტრატეგიული პარტნიორები არჩევნების გარდა, არაფერს აღარ ელოდებიან - სალომე სამადაშვილი

სტრატეგიული პარტნიორები არაფერს აღარ ელოდებიან გარდა არჩევნებისა - ასე გამოეხმაურა "ძლიერი საქართველოს“ ერთ ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სენატორი ჯინ შაჰინის და კონგრესმენი მაიკ ტერნერის ერთობლივ განცხადებას.

მისი თქმით,  ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტი უკანასკნელი შანსი იყო, რაც  მმართველ პარტიას უერიერთობის გასაუმჯობესებლად მიეცა, თუმცა ივანიშვილმა ის არ გამოიყენა.   

ეს ვიზიტი იყო უკანასკენლი შანსი, რომელიც მიეცა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ ეჩვენებინა, რომ რაიმე სურვილი აქვთ გადატვირთვის ურთიერთობების. მათ შორის იმით, რომ ივანშვილომა უარი გამოაცხადა მათთან შეხვედრაზე და დაემალა მათ შორის იმით, რომ შეხვედრებზე ივანიშვილის წარმომადგენლებთან, ვერ მოისმინეს ვერცერთი დაპირება, იმაზე რომ საქართველო დაუბრუნდება ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზას. ვფიქრობ, რომ დღევანდელი განცხადება ძალაინ ნათელს ხდის, რომ დღეს უკვე ჩვენი სტრატეგიული მოკავშირები არაფერს აღარ ელოდებიან გარდა არჩევნებისა" - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.  სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ ვითარების გამოსასწორებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და აშშ ამ ნაბიჯს ელოდება. 

მაიკ ტერნერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა აშშ-ს შეშფოთება გამოიწვია და ახლა, მნიშვნელოვანია, მოახლოებული არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს.