როგორც ვიშრომებთ, ისე ვიცხოვრებთ - ნიკა მელია
კოალიცია „ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, სენატორი ჯინ შაჰინის და კონგრესმენი მაიკ ტერნერის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება. მელიას თქმით, დასაფასებელია ჯინ შაჰინის პოზიცია. საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მხარს უჭერენ, ყველაფერი ქართველი ხალხის ხელთ არის.
ჯინ შაჰინს პოზიცია აქვს მადლობა ღმერთს შეცვლილი უკვე. 2020 წელს, მას არ ეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ის, რაც დღეს არის. ამიტომ ეს არის მისასალმებელი, მთელი საერთაშორისო მეგობრები ჩვენ, ანუ ქართველ ხალხს, მხარს გვიჭერენ, არის ქვეყანაში ერთ ტურიანი არჩევნები, რომელიც ნამდვილად არ ემსახურება ივანიშვილის ხელისუფლების ინტერეს დანარჩენი ყველაფერი არის ჩვენს ხელთ, როგორც ვიშრომებთ ისე ვიცხოვრებთ''- განაცხადა ნიკა მელიამ.
საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ ვითარების გამოსასწორებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და აშშ ამ ნაბიჯს ელოდება.
მაიკ ტერნერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა აშშ-ს შეშფოთება გამოიწვია და ახლა, მნიშვნელოვანია, მოახლოებული არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს.