საუბარია კრიმინალებად გამოცხადებაზე - ექსპერტები "ოცნების" მაღალჩინოსნებზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას არ გამორიცხავენ
ჰელსინკის კომისიის სკანდალურ განცხადება - საერთაშორისო მიმართულების ექსპერტები ამბობენ, რომ ხმაურიან ბრალდებას პარტნიორების მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოჰყვება, რადგან ჰელსინკის კომისია ტყუილად განცხადებებს არ აკეთებს.
ნოდარ ხარშილაძის თქმით, საუბარია "ოცნების" მაღალჩინოსნების არა სანქცირებაზე, არამედ ძებნაში მიცემასა და მათი კრიმინალებად გამოცხადებაზე.
ეს პრაქტიკულად ათანასწორებს "ქართულ ოცნებას" საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციასთან. პირდაპირ არის მითითებული შავი ფული, პირდაპირ არის მითითებული "ქოლ-ცენტრები" და ეს იმის ნიშანია, რომ "ქართული ოცნების" წევრები ჩართულები არიან საერთაშორისო კრიმინალურ ნეთვორქში. ამას უკვე შედეგად მოჰყვება მათი ძებნაში მიცემა. სანქციებზე აღარ არის აქ უკვე საუბარი. საუბარი არის მათი ძებნაში მიცემაზე და მათი, როგორც კრიმინალებად გამოცხადებაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ეს არის არნახული. ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც ადებენ ხელს ძალიან კომპეტენტური და სოლიდური პარტნიორები და ჩვეულებრივ კრიმინალები არიან. არის ამის მტკიცებები და დარწმუნებული ვარ, წარადგენენ შესაბამის ორგანოებში. ტყუილა ისინი ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ", - აცხადებს ხარშილაძე.
„ჰელსინკის კომისია“ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში ამხელს - გავრცელებულ განცხადებაში, კომისია წერს, რომ ივანიშვილის პარტია ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.