ჰელსინკის კომისია "ოცნებას" თაღლითური გზით შავი ფულის გამოყენებაში ადანაშაულებს - ივანიშვილი დუმს

13.08.24 20:02
ჰელსინკის კომისია "ოცნებას" თაღლითური გზით შავი ფულის გამოყენებაში ადანაშაულებს - ივანიშვილი დუმს

 

უმძიმესი დღე "ქართული ოცნებისთვის" - საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონმა კრიმინალურ დაჯგუფებად გამოაცხადა. ბიძინა ივანიშვილის პარტია ტრანსნაციონალური დანაშაულის თანამონაწილედ არის მხილებული. ადამიანების ნაძარცვი ფულით ტერორი და ძალადობა - სწორედ ეს ფორმულირებაა ჰელსინკის კომისიის დასკვნაში, რომელიც, პრაქტიკულად, განაჩენია მმართველი გუნდისთვის. ქოლცენტრებს "ოცნება" მფარველობს, ევროპელი პენსიონერების ნაძარცვი ფული კი პარტიის სალაროში მიდის. 

ასეთი განცხადებები კი მოკვლევისა და მტკიცებულებების გარეშე არ კეთდება. ხელისუფლებაში სრული ისტერიაა. სენატის  ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჯგუფს  შეთქმულებაში და არჩევნების პროცესში ჩარევაში ადანაშაულებენ. თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია, რა რეაგირება მოყვება ვაშინგტონიდან სკანდალურ მხილებას. ფაქტია, რომ ასეთ მძიმე განცხადებებს შტატები ყოველთვის კონკრეტული ნაბიჯებით პასუხობს. ბრალდება ხელისუფლების მიმართ კი იმდენად მძიმეა, რომ შესაძლოა, მხოლოდ "ოცნების" ფინანსური სანქციებით არ შემოიფარგლოს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.