ურთიერთობის მწყობრში დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი მთავრობისგან უნდა წამოვიდეს - აშშ-ს საელჩო
საქართველოში ამერიკის საელჩო სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის თბილისში ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მათივე თქმით, აშშ-ს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა სურს და პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას.
არც დეზინფორმაცია და არც სპეკულაცია არ ეხმარება უთანხმოებების მოგვარებას. სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის უკანასკნელი ვიზიტისას ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა. განხილვის თემა იყო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოსთან და ყველაფრის მწყობრში დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობისგან უნდა წამოვიდეს. ჩვენ ველოდებით მათ წინადადებას." - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 9 აგვისტოს ეწვივნენ. მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს ჩამოსვლის დღესვე შეხვდნენ.
მეორე დღეს შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.