კრიმინალური დაჯგუფების ბოს ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე ყოფნის ეშინია - ცისკარიშვილი

13.08.24 21:51
კრიმინალური დაჯგუფების ბოს ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე ყოფნის ეშინია - ცისკარიშვილი

“ერთიანობის“ ერთ-ერთის ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, “ოცნებას“ ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე ყოფნის ეშინია და სწორედ ამიტომ ჰყავს “ციხეში გამოკეტილი“.

როგორც მან “ტვპირველის“ ეთერში განაცხადა, ეს არავისთვისაა საიდუმლო და ამერიკელმა მაღალჩინოსნებმაც და ქვეყნის შიგნითაც კარგად იციან.

ოცნებას“ ყველაზე მეტად მიშა სააკაშვილის თავისუფლებაზე ყოფნის ეშინია, ეს არავისთვის სადუმლო არ არის, არც სენატორებისთვის, არც კონგრესმენებისთვის და არც ქვეყნის შიგნით, პირველ რიგში ცნობილია ეს ამბავი ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი დაჯგუფებისთვის და იმიტომაც ჰყავთ ციხეში გამოკეტილი ეს ადამიანი“,- აცხადებს ცისკარიშვილი.

ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, რომ “ოცნება“ გაყალბებული არჩვენების შედეგისთვის საბრძოლველად ქუჩაში გავიდეს და საკუთრაი ხალხის წინააღმდეგ წავიდეს:

ბიძინა ივანიშვილს, როგორც კრიმინალური დაჯგუფების ბოსს, ვალდებულება აქვს, თავი მოაჩვენოს მხარდამჭერებს, რომ ის მაგრად და მყარადაა, რომ გაიმარჯვებს და არავის და არაფრის ეშინია. სწორედ ამას ემსახურებოდა მისი განცხადება, რომელიც რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს გააკეთა, შევარდნაძე და იანუკოვიჩი არ გეგონოთო. ამით თქვა, რომ მე უფრო უარესი და ბრუტალური ვარო. ესეთი განცხადებებების ფონზე, ყველას აქვს წინასწარი შეგრძნება, რომ ეს კაცი არა მხოლოდ გააყალბებს, არამედ გაყალბებული შედეგებისთვის ბრძოლას და ქუჩაში სისხლის დაღვრას აპირებს“, - აცხადებს ცისკარიშვილი.