ვინ მიაწოდა ჰელსინკის კომისიას ინფორმაცია "ოცნების" შავ ფულზე? - “თუ შოთაძე იყო, ყოჩაღ მას“

13.08.24 22:06
ვინ მიაწოდა ჰელსინკის კომისიას ინფორმაცია "ოცნების" შავ ფულზე? - “თუ შოთაძე იყო, ყოჩაღ მას“

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “ტვ პირველის “ ერთერში ჰელსინკის კომისის განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ მათ რომ არ ჰქონოდათ დამაჯერებელი და დადასტურებული ფაქტები, ასე პირდაპირ არ გააცხადებდნენ "ქართული ოცნების" შავი ფულის შესახებ. 

ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ კრიმინალური ფაქტების შესახებ დადასტურება ამერიკამ  სწორედ საქართველოდან კომპეტენტური პირებისგან მიიღო. 

ჰელსინკის კომისია ჰაერზე არ იტყვის რამე მოსაზრებას, მათ აქვთ დამაჯერებელი ფაქტები და სწორედ ეს ჩამოიტანეს, არ მგონია, რომ საქართველოდან გაჟონა ინფორმაციამ, მათ ეს ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ უნდოდათ ამის დაადასტურება საქართველოში ვინსმეგან და ეს მიიღეს მაღალი კომპეტენტური პირისგან. 

ვინ არის ეს, ზოგი შოთაძეს ამბობს, ზოგი ვის - ვინც გააკეთა, თუ შოთაძე იყო, ყოჩაღ მას, რადგან ჩათვალა რომ ეს ინფორმაცია უნდა გაჟღერებულიყო, ვინც ეს გააკეთა ღირესულია ადამიანია.  ფაქტია, რომ უტყუარია, სხვა შემთხვევაში ჰელსინკის კომისია ასეთ თამამ და პირდაპირ განცხადებას არ გააკეთებდა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა ტვ პირველის “დღის ამბებში“ ჰელსინკის კომისიის უწმვავესი განცხადების შეფასებისას თქვა, რომ ივანიშვილის გუნდის მაღალჩინოსნები თვითგადარჩენაზე ფიქრობენ.

ამ კონტექსტში პოლიტოლოგი აანონსებს, რომ  “ჩაშვებების“ სერია იქნება.

ხუხაშვილი სვამს კითხვას, რა უნდოდა ირაკლი ღარიბაშვილს ამერიკაში 2 კვირის განმავლობაში და რა საქმით იყო დაკავებული ის.

„ჰელსინკის კომისია“  „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში ამხელს.

ჰელსინკის კომისიის თქმით, ივანიშვილის პარტია ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.