საქართველოს ბაობაბების პარტია მართავს - გრიგოლ გეგელია
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ დღეს საქართველოს ბაობაბების პარტია მართავს.
როგორც მან “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ხელისუფლებამ მილიონობით ადამიანი გაწირა რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან სამყოფად და დააკარგვინა მეტი პერსპექტივა.
დღეს საქართველოს მართავს ბაობაბების პარტია, მთელი სისტემა დადგა, რომ ერთი კაცის ახირება ესიამოვნებინათ და გაეხარებინათ და 8 ბაბობაბს დასტიროდა, მაშინ როცა ათობით ათასობით ბავშვი შიმშილობს. დღეს ჩვენ გვმართავს არამარტო რუსეთის მართული ხელისუფლება, არამედ ბაობაბების, ანტიადამიანური პარტია, ხეებს დაათრევს და ცოცხალი ბავშვი, მოხუცი და სულირეი არ ადარდებს, მათ მილიონობით ჩვენგანი გაგვწირეს რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან სამყოფად და დაგვაკარგინეს მეტი პერსპექტივა. ამიტომ ჩვენი პასუხია, ძლიერი საქართველო-ილიას გზა“,- განაცხადა გეგელიამ.