ვინ ამხილა ივანიშვილის გუნდი? - "ოცნებაში" შტატებში კომპრომატების ჩამტანს ეძებენ
ვინ ჩაიტანა კომპრომატები ამერიკაში ივანიშვილის პარტიის წინაღმდეგ? - "ქართულ ოცნებაში" ამბის გამტანს ეძებენ. ახლა სავარაუდოდ ადგენენ, ვინ იყო ის, ვინც ამერიკას დაუდასტურა ინფორმაცია, რომ "ოცნება" ევროპელი მოქალაქეების ნაძარცვი ფულით ფინანსდებოდა.
ის, ვინც ივანიშვილთან ერთად გუნდში ბევრი წელი გაატარა, ვარაუდობს, რომ თავის გადარჩენის მიზნით, რომ სანქცირებულთა შორის არ აღმოჩნდეს, ეს პარტიის ნებისმიერ მოქმედ ლიდერს შეიძლებოდა გაეკეთებინა, რომელიც ამერიკასთან ურთიერთობის შენარჩუნებას "ოცნების" გამოცხადებული ბროლის მიუხედავად ცდილობს.
გია ხუხაშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდის მაღალჩინოსნები თვითგადარჩენაზე ფიქრობენ. ამ კონტექსტში პოლიტოლოგი აანონსებს, რომ “ჩაშვებების“ სერია იქნება.
ხუხაშვილი ყოფილ პრემიერსაც ახსენებს და სვამს კითხვას, რა უნდოდა ირაკლი ღარიბაშვილს ამერიკაში 2 კვირის განმავლობაში და რა საქმით იყო დაკავებული ის.
ფინანსური დაზვერვის ინსტიტუტები საიდუმლო გამოძიებებს აწარმოებენ. მე ვფიქრობ, რომ მათ ჰყავთ ოქროს მოწმეები და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ოქროს მოწმეები ჯერ კიდევ ხელისუფლების შიგნით არიან. არ გამოვრიცხავ რომ ესენი ყოფილი ჩინოვნიკები იყვნენ და ბიძინას ორბიტაზე მყოფი ყოფილი ადამიანები, მაგრამ მე უფრო ვვარაუდობ, რომ ისინი დღესაც მოქმედი "ოცნების" წარმომადგენკლები არიან, რომლებიც უბრალოდ ჩანერგილები დარჩნენ სისტემაში.
თუ გახსოვთ ღარიბაშვილი 2 კვირით რომ იყო ამერიკაში? მაშინ პრემიერი იყო და ძალიან უცნაურად იჯდა 2 კვირა ამერიკაში. ღარიბაშვილს ნამდვილად ჰქონდა მოტივი ეთანამშრომლა ეფბიაისთან და დრესაც აქვს, რადგან სამომალოდ, როცა ბიძინა ხელისუფლება დამთავრდება, მან თავი გადაირჩინოს
ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ფიქრობს თითგადარჩენაზე. ვინც ფიქრობს, რომ გემი იძირება, ყველას უნდა გარანტიების შექმნა სამომავლო თავისი თავისთვის და თავისი ოჯახისთვის. ამიტომ ჩაშვებების სერიას ვიხილავთ ჩვენ. შესაბამისად, ბიძინამ კარგად მოძებნოს, აბა რა ხდება... აი ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ტელევიზორებში არიან და ბიძინას სიყვარულს უმტკიცებენ, იმათგან ერთ-ერთია დიდი მაღალი ალბათობით. ჩვენ ყველამ ამ თავლით შეხედოს და ბიძინას ვურჩევ, ამ თვალით უყუროს ამ ხალხს", - განაცხადა ხუხაშვილმა.
„ჰელსინკის კომისია“ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში ამხელს - გავრცელებულ განცხადებაში, კომისია წერს, რომ ივანიშვილის პარტია ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.