ივანიშვილის საბოლოო პოლიტიკური ნავსაყუდელი სწორედ მოსკოვშია - საბა ბუაძე

14.08.24 17:29
ივანიშვილის საბოლოო პოლიტიკური ნავსაყუდელი სწორედ მოსკოვშია - საბა ბუაძე

საერთაშორისო ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადასტურა ის ეკონომიკური და ქონებრივი ინტერესები, რომელიც ივანიშვილს გააჩნია რუსეთში, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" წევრი საბა ბუაძე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ივანიშვილი ამ ქვეყანაში რუსეთის ინტეერსებს ატარებს, ამიტომ არჩევნების შემდეგ მისი საბოლოო პოლიტიკური ნავსაყუდელი სწორედ მოსკოვში იქნება. 

ივანიშვილი საქართველოში ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს, ის არის რუსული ინტერესების გამტარებელი ამ ქვეყანაში. საერთაშორისო ჟურნალისტურმა გამოძიებამაც დაადასტურა ის ეკონომიკური და ქონებრივი ინტერესები, რომელიც ივანიშვილს გააჩნია რუსეთში. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ წვერი იმ აისბერგისა, თუმცა „ქართული ოცნების“ მხრიდან ამას მოჰყვა ძალიან აგრესიული გამოხმაურება. მისი საბოლოო პოლიტიკური ნავსაყუდელი არის სწორედ მოსკოვში და აი, იმ ბინებში, რომელიც ბოლოს ამ გამოძიებიდან გამომდინარე ჩვენ ვნახეთ, სწორედ იმ ბინებში დაიბანაკებს ის არჩევნების შემდეგ, - ამბობს საბა ბუაძე. 

OOCRP  "ქართულ ოცნებას", რომელმაც ივანიშვილის ქონებაზე მათ გამოძიებას სიცრუე უწოდა, საგანგებო განცხადებით პასუხობს.

ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტი ხაზგასმით წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ უპასუხა კომენტარის მოთხოვნას, ან დაზუსტებას, თუ რომელ ინფორმაციას მიიჩნევენ მცდარად.

წერილში აღნიშნულია, რომ გამოძიება ეყრდნობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ქონების შესახებ დოკუმენტებს და კონკრეტულად არ არის ნათქვამი, რომ ბიძინა ივანიშვილმა უძრავი ქონება თავად შეიძინა.