ჰელსინკის სკანდალური განცხადება - გიორგი ბაჩიაშვილი მზად არის, საერთასორისო გამოძიების შემთხვევაში, უცხოელი სამართალდამცველების კითხვებს უპასუხოს
დიდი არეულობა ოლიგარქის კარზე - ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე მზად არის ამერიკული გამოძიების კითხვებს უპასუხოს. გიორგი ბაჩიაშვილი “პირველებს“ უდასტურებს, რომ ნებისმიერ ლეგიტიმურ გამოძიებას პასუხს გასცემს.
“ქართულ ოცნებაში“ პანიკაა. ახლა მთავარი კითხვაა - ვინ ჩაუშვა ივანიშვილი და ვინ ჩაიტანა მტკიცებულებები ვაშინგტონში.
ფაქტია, რომ ეს უნდა იყოს პირი ხელისუფლების უმაღლესი ეშელონიდან, რომელსაც წვდომა ჰქონდა პარტიის შავბნელ საქმეებზე. ერთ დროს “ოცნების“ ნდობით აღჭურვილი პირები არ გამორიცხავენ, ხელისუფლების მამხილებელი დოკუმენტებით ამერიკაში ყოფილი პრემიერი, ან ყოფილი გენპროკურორი ჩასულიყვნენ.
ახლა მმართველი პარტია უმძიმეს მდგომარეობაშია და საპასუხოდ ახალ ანტიამერიკულ კამპანიას იწყებს.
ჰელსინკის კომისიას, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება, პრაქტიკულად, კრიმინალურ სინდიკატად გამოაცხადა, ჭორაობაში ადანაშაულებენ და იქამდეც მივიდნენ, რომ ამერიკული დემოკრატიაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. რა პასუხობს გიორგი ბაჩიაშვილი “პირველებს“.