სკანდალი - "ივანიშვილის ოჯახს ფული ორ სანქცირებულ რუსულ ბანკში ერიცხება"
ივანიშვილის შესაძლო, სანქცირებაზე უკვე დამოუკიდებელი რუსული მედიაც ალაპარაკდა. რუსულ სანქცირებულ ბანკებთან თანამშრომლობა ქართველ ოლიგარქს შესაძლოა ძვირად დაუჯდეს. ეს ის ჟურნალისტები არიან, ვინც საერთაშორისო გამოძიებაში მონაწილეობდნენ და დაადგინეს, რა ქონებას ფლობს ქართველი ოლიგარქი მოსკოვში. ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი კი ივანიშვილის ოჯახს იმ ბანკებში ერიცხება, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ არის.
ბანკებთან კავშირის გარდა, ყურადღების ცენტრშია ოლიგარქის რუსული ქონებაც. სკანდალური გამოძიების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო ჟურნალისტური საგამოძიებო ჯგუფი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ივანიშვილს ბოლო წლებში მოსკოვში ქონება არ შეუძენია. თუმცა პასუხმაც არ დააყოვნა. მიწის ნაკვეთები და ფეშენებელური სახლები ოლიგარქის მეუღლის სახელზეა გაფორმებული, პარტიის განცხადება კი უბრალოდ სიტყვებით მანიპულირებაა. გამომძიებელი ჟურნალისტების პასუხი ოცნებას.
დეტალები ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.