სიმართლე აგვისტოს ომის შესახებ - სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი უთქმელ ამბებს ჰყვება
სრული სიმართლე აგვისტოს ომის შესახებ. ერთდაერთი ვისაც რუსული აგრესიის შეჩერება შეეძლო დასავლეთი იყო, თუმცა 16 წლის წინ მსოფლიო ლიდერებმა ვითარება სათანადოდ ვერ შეაფასეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დღემდე უთქმელ ამბებს ჰყვება. მეთიუ ბრაიზა ირწმუნება, რომ საქართველოში შეჭრა, პუტინს გაცილებით ადრე ქონდა გადაწყვეტილი და საქართველოს ხელისუფლება ამ ომს თავიდან ვერ აიცილებდა.
მაშინ რისი დამტკიცება უნდა “ქართულ ოცნებას“. არ დარჩენილა არც ერთი რუსული პროპაგანდისტული გამოცემა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ახალ ნარატივს არ ციტირებს. ახლა ამტკიცებენ, რომ ომი ქართულმა მხარემ, გარე ძალებისს დახმარებით დაიწყო - ოცნებისეული ეს თეორია კი პუტინისთვის მაშველი რგოლია.
ის რასაც რუსი დიქტატორი 16 წელი ვერ ამტკიცებდა, ახლა საქართველოს ხელისუფლებისგან შეეცდება დასტური მიიღოს.