ირაკლი ნადირაძე: "ოცნება” ხალხის ფულს მისთვის სასურველ კომპანიებს უნაწილებს, რომლებიც მილიონებს შოულობენ და შემდეგ „ქართული ოცნების” შემომწირველებად გვევლინებიან
"ქართული ოცნება” ხალხის ფულს მისთვის სასურველ კომპანიებს უნაწილებს, რომლებიც მილიონებს შოულობენ და შემდეგ „ქართული ოცნების” შემომწირველებად გვევლინებიან, - ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანტიკორუფციული ბიუროს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც აგვისტოს პირველ რვა დღეში, „ქართულმა ოცნებამ“ 1,7 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის შემოწირულება მიიღო.
ნადირაძის თქმით, ჰელსინკის კომისიამ დაადასტურა, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს დიდი ოდენობით "შავი ფული".
“ქართული ოცნება” ხალხის ფულს მისთვის სასურველ კომპანიებს უნაწილებს, რომლებიც მილიონებს შოულობენ და შემდეგ “ქართული ოცნების” შემომწირველებად გვევლინებიან. ეს არის ხალხისთვის მოპარული ფული, რომელიც აკლდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს, ეს არის ის ფული, რის გამოც ცხოვრება უძვირდება ჩვენს მოქალაქეებს. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, ჰელსინკის კომისიამ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას" აქვს დიდი ოდენობით "შავი ფული", რითაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს თავისი ძალაუფლების შენარჩუნებას, ამიტომ ჩვენი ერთიანობით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა გავისტუმროთ ხელისუფლებიდან. ეს დაანგრევს ამ კორუფციულ სქემებს და ადამიანებს მისცემს საშუალებას, ჰქონდეთ მეტი შემოსავალი და ამ ქვეყანაში ფასებმა დაიწიოს", - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.