იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე - "ოცნება" ინსტრუქციებს პირდაპირ მოსკოვიდან იღებს

15.08.24 13:34
იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე - "ოცნება" ინსტრუქციებს პირდაპირ მოსკოვიდან იღებს

იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება, სადაც ივანიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ „2008 წლეს ომი გარე ძალების მხარდაჭერით მოხდა“, კრემლის დავალებით გამოქვეყნდა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წევრს ეჭვებს უღრმავებს ფაქტი, რომ სკანდალური განცხადება გაეროს უშიშროების სხდომამდე ერთი დღით ადრე დაიდო. 

სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში მაშინდელი ხელისუფლების დადანაშაულება რუსული ინტერესია, რომლის გავრცელებაც კრემლს სხდომაზე თავის მართლებისთვის და საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტის გამოყენებისთვის სურდა. 

"ქართული ოცნების" ნარატივები იმდენად ჰგავს რუსეთის ხელმძღვანელობის ნარატივებს, რომ აშკარაა, რომ პირდაპირი კონტაქტია და პირდაპირ იცვლება ინფორმაცია. უფრო სწორად რომ ვთქვათ, პირდაპირ იღებს "ქართული ოცნება" ინსტრუქციებს მოსკოვიდან, რა მოვლენასთან დაკავშირებით რა კომენტარები გააკეთოს. აქედან გამომდინარე, "ოცნების" ვითომცდა ავტონომიურად გაკეთებული კომენტარი, მოსკოვიდან წამოსული მითითება იყო სწორედ იმიტომ, რომ გაეროში გაჟღერებულიყო იგივე შინაარსის მესიჯი", - ამბობს სანდრო ბარამიძე.

ცნობისთვის, გაეროში სკანდალური სხდომა ჩატარდა - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. 

რუსეთმა მაღალი ტრიბუნალიდან აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს დასადანაშაულებლად "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება გამოიყენა.

დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ივანიშვილის ხელისუფლების პოზიცია წაიკითხა, რომ თითქოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის დაკვეთის შესაბამისად მოქმედებდა.