გვყავს მოღალატე ხელისუფლება, რომელიც ჩართულია კაპიტულაციის ფართომასშტაბიან ოპერაციაში - გეგელია
"ეს არის მოღალატე ხელისუფლება, რომელიც არის ჩართული კაპიტულაციის ფართომასშტაბიან ოპერაციაში" - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, გრიგოლ გეგელია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენლის მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ივანიშვილის გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ციტატის მოყვანას.
გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ "საქართველოს რუსეთის მსახური ხელისუფლება მართვას, რომელიც რუსულ ინტერესებს ქართული ინტერესების ხარჯზე წინ წევს".
ეს არის მკაფიო დასტური იმისა, რომ საქართველოს მართავს რუსეთის მსახური ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმისათვის, რომ რუსული ეროვნული და გეოპოლიტიკური ინტერესები იქნას წინ წაწეული ქართული ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც საკუთარ ხელისუფლებას დასდო ბრალი, რომელიც ასამართლებს საკუთარ ერს, ისტორიას და ემტერება, საკუთარ ეროვნულ და საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს. ეს არის მოღალატე ხელისუფლება, რომელიც არის ჩართული კაპიტულაციის ფართომასშტაბიან ოპერაციაში", - ამბობს გეგელია.
ცნობისთვის, გაეროში სკანდალური სხდომა ჩატარდა - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს.
რუსეთმა მაღალი ტრიბუნალიდან აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს დასადანაშაულებლად "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება გამოიყენა.
დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ივანიშვილის ხელისუფლების პოზიცია წაიკითხა, რომ თითქოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის დაკვეთის შესაბამისად მოქმედებდა.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.