"ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია - მანჯგალაძე

15.08.24 13:42
"ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია - მანჯგალაძე

"ის, რომ "ოცნების" გამონათქვამებს იყენებს საქართველოს წინააღმდეგ მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად საშიშია ქვეყნის ინტერესებისთვის "ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა" - ასე აფასებს "ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენლის მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ივანიშვილის გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ციტატის მოყვანას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ერთადერთ გამოსავლად დემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლილებას ხედავს. 

ის, რომ რუსეთი "ქართული ოცნების" გამონათქვამებს იყენებს საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის ცხადი მავნებლობა. მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად დამაზიანებელი და საშიშია საქართველოს ინტერესებისთვის "ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა. ამაზე პასუხი 26 ოქტომბერს უნდა იყოს", - ამბობს მანჯგალაძე.

ცნობისთვის, გაეროში სკანდალური სხდომა ჩატარდა - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. 

რუსეთმა მაღალი ტრიბუნალიდან აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს დასადანაშაულებლად "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება გამოიყენა.

დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ივანიშვილის ხელისუფლების პოზიცია წაიკითხა, რომ თითქოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის დაკვეთის შესაბამისად მოქმედებდა.