,,ივანიშვილი არის საერთაშორისო კრიმინალი, ამიტომ აუცილებელია საერთაშორისო კრიმინალის მმართველობისგან გავთავისუფლდეთ 26 ოქტომბერს" - ფავლენიშვილი

15.08.24 14:42
,,ივანიშვილი არის საერთაშორისო კრიმინალი, ამიტომ აუცილებელია საერთაშორისო კრიმინალის მმართველობისგან  გავთავისუფლდეთ 26 ოქტომბერს" - ფავლენიშვილი

,,ივანიშვილი არის საერთაშორისო კრიმინალი, ამიტომ აუცილებელია საერთაშორისო კრიმინალის მმართველობისგან  გავთავისუფლდეთ 26 ოქტომბერს, ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ”,- ამის შესახებ ,,ერთიანობა”- ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა, ქართული ოცნების პრესსამსახურის განცხადებაზე OCCRP-ის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ფავლენიშვილის თქმით, ქვეყანაში კრიმინალის და კორუფციის მთავარი განმახორციელებელი სწორედ ბიძინა ივანიშვილია. 

,,ივანიშვილი არის საერთაშორისო კრიმინალი, ჰელსინკის კომისიამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, ამიტომაც აუცილებელია საერთაშორისო კრიმინალის მმართველობისგან ამ უპრეცედენტო და ქართველი ხალხისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი მოვლენისგან გავთავისუფლდეთ 26 ოქტომბერს, ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ და დავამარცხოთ საბოლოო ჯამში ის კორუფცია, ის კრიმინალი, რომლის მთავარი განმხორციელებელი არის ბიძინა ივანიშვილი თავისი კლანით“, - განაცხადა ფავლენიშვილმა. 

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” პრესსამსახურმა OCCRP-ის ("ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტი") მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოძიება აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ის რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის უძრავი ქონება შეიძინა, სიცრუეა.