რუსული კანონი არის შემაფერხებელი და ნიშნავს იმას, რომ დაიწყება სახელმწიფო სისტემების ჩამოშლა - ლაშა ფარულავა

15.08.24 14:46
რუსული კანონი არის შემაფერხებელი და ნიშნავს იმას, რომ დაიწყება სახელმწიფო სისტემების ჩამოშლა - ლაშა ფარულავა

“მიხეილ სააკაშვილმა კონკრეტული  რეფორმები განახორციელა. დასავლელი პარტნიორების დახმარებით შეიქმნა ისეთი ტიპის ინფრასტრუქტურა,  რომ მთლიანად მოწესრიგდა საზღვრის დაცვა, ახლა კი საფრთხე ემუქრება ამ სისტემას, ვინაიდან  რუსული კანონი არის შემაფერხებელი და  გვაშორებს  სტრატეგიულ პარტნიორებს“, -  ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი, ერთიანობით ანტიქართული, რუსული ძალის დამარცხებაა.

ვარდების რევოლუციამდე საქართველოს მესაზღვრე არ ჰყავდა, მიხეილ სააკაშვილმა კონკრეტული  რეფორმები განახორციელა. დასავლელი პარტნიორების დახმარებით შეიქმნა ისეთი ტიპის ინფრასტრუქტურა,  რომ მთლიანად მოწესრიგდა საზღვრის დაცვა, ახლა კი საფრთხე ემუქრება ამ სისტემას, ვინაიდან  რუსული კანონი არის შემაფერხებელი, მათ შორის გვაშორებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მეგობრებს და ეს მათ შორის, ნიშნავს იმას, რომ დაიწყება სახელმწიფო სისტემების ჩამოშლა. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია ერთიანობით ამ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი რუსული ძალის დამარცხება“, -  განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ, გია ჯაფარიძის  განცხადებაზე.

გია ჯაფარიძის განცხადებით, ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აშშ-ს ერთ-ერთი დახმარება იყო ძვირადღირებული შესამოწმებელი აპარატურის დამონტაჟება, რომელიც 2,5 მილიონი აშშ დოლარი ღირს, მაგრამ ეს აპარატურა “უპატრონოდ აგდია, რადგან აშშ-მა დახმარება შეგვიჩერა”.