ოფიციალურად: "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს

15.08.24 15:13
ოფიციალურად: "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს

"ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს - ამის შესახებ ინფორმაცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ახალი საარჩევნო შტაბის გახსნის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, პლატფორმა "ძლიერი საქართველო" ყოველდღიურად და რაც ყველაზე მთავარია, ხარისხიანად იზრდება.

"ძლიერი საქართველო" იზრდება ყოველდღიურად და რაც მთავარია, იზრდება ხარისხსიანად. მინდა კიდევ ერთი ახალი სიახლე შეგატყობინოთ. ჩვენ გადმოვედით ახალ სივრცეში, ახალ ტერიტორიაზე, რომელსაც ჰქვია ჩვენი სარჩევნო შტაბი. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი დიდი მეგობარი, რომელიც ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა, რომელიც იდგა ქვეყნის ბრძოლის წინა ხაზზე და მინდა მადლობა ვუთხრა მას, რომ ამ ბრძოლაში მან ითავა, რომ ჩვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გამყდარიყო. მინდა მადლობა ვუთხრა დათო გამყრელიძეს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.