რუსეთისა და "ოცნების" პროპაგანდის ტყუილებს ჰააგისა და სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოებმა პასუხი გასცეს - ჭიაბერაშვილი

15.08.24 17:01
რუსეთისა და "ოცნების" პროპაგანდის ტყუილებს  ჰააგისა და სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოებმა პასუხი გასცეს - ჭიაბერაშვილი

"რუსეთისა და "ოცნების" პროპაგანდის ტყუილებს პასუხი გასცა ჰააგისა და სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოებმა" - ასე ეხმაურება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რ უსი დიპლომატის მხრიდან  "ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადების ციტირებაზე. 

  ჭიაბერაშვილის თქმით, ივანიშვილის გუნდის მსგავსი პოზიცია საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვნებს. 

რუსეთისა და "ქართული ოცნების" პროპაგანდის ტყუილებს პასუხი გასცეს ჰააგისა და სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოებმა, ამრიგად, ეს საკითხი ამოწურულია. ამ თემის ამოწევა ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ერთ რამეს ემსახურება: რომ არ გავიხედოთ წინ და მუდმივად დაგვტოვოს წარსულში, მაგრამ ქართველი ხელხი შეძლებს ერთიანობით იაროს წინ და ერთიანობით მოიპოვოს გამარჯვება 26 ოქტომბერს", - აცხადებს "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

შეგახსენებთ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სადაც საქართველოს საკითხი განიხილეს, რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება წაიკითხა. "ქართული ოცნება" ამ განცხადებაში 2008 წლის ომს "სააკაშვილის ხელისუფლების ავანტიურას" უწოდებს და გამოძიებას აანონსებს.