პრემიერი წინა ხელისუფლების გასამართლებას არჩევნების შემდეგ აანონსებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პასუხისგებაში მიცემას აანონსებს - პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე აგვისტოს ომის გამოძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ოცნებას" მკაფიო გეგმა აქვს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უახლოეს დღეებში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
ივანიშვილის გუნდის წევრი ამბობს, რომ ენმ-ს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაასამართლებენ, რადგან როგორც კობახიძე ირწმუნება, ეს "პრინციპულად მნიშვნელოვანი" საკითხია, რათა "ქვეყანამ მუდმივი რევოლუციის მცდელობებისგან დაისვენოს".
პრემიერი ამტკიცებს, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია და ტალიავინის დოკუმენტი სწორედ ის მტკიცებულებებია, რომლითაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სააკაშვილის ხელისუფლების ბრალეულობა დასტურდება.
რეალურად, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო ცხადი გახდება, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმები ამასთან დაკავშირებით. ეს არ არის მხოლოდ ზოგადი განცხადება. რეალურად, ამ პოლიტიკური ძალის გასამართლება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ და ქვეყანა არ იყოს მუდმივად რევოლუციის მცდელობის რეჟიმში. ეს არის ჩვენი პირნციპული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსრულდება არჩევნების შემდეგ. რაც შეეხება დოკუმენტების როლს ამ გამოძიების პორცესში, როგორც ერთი, ასევე მეორე დოკუმენტი არის უშუალო მტკიცებულება. ერთ შემთხვევაში პირდაპირ ხელი მოაწერა, მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს რეზოლუციას "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ამით მათ აღიარეს ომის დაწყება, შესაბამისად ეს არის ერთ-ერთი დოკუმენტური მტკიცებულება მათ მიერ ჩადენილ ღალატთან დაკავშირებით და რაც შეეხება ტალიავინის დასკვნას, იქ პროცედურა ხელმოწერას არ ითვალისწინებდა, მაგრამ ისინი დაეთანხმნენ იმ მტკიცებულებებს, რომელიც იყო წარმოდგენილი ტალიავინის დოკუმენტში. ორივე დოკუმენტი არის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყურად ადასტურებს იმ ღალატს, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა", - ამბობს კობახიძე.
"ქართული ოცნება" ისევ ომის გამოძიებით იმუქრება - ივანიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ "2008 წლის ომის გარე ძალების მხარდაჭერით მოხდა".