თუ ზურაბიშვილი სპორტსმენებს არ დააჯილდოებს, ამას 4 თვეში, ან უფრო ადრე ახალი პრეზიდენტი იზამს - კობახიძე
თუ ზურაბიშვილი სპორტსმენებს არ დააჯილდოვებს, ამას 4 თვეში, ან უფრო ადრე ახალი პრეზიდენტი იზამს - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას.
კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილში "კინკლაობაში ვერ ჩაყვება" და "ოცნება" აუცილებლად თავისი დღის წესრიგით იმოექმედებს სპორტსმენების დახვედრასთან დაკავშირებით.
ცდილობს, რაღაც კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ მას ასეთ კინკლაობაში ვერ ჩავყვებით. ჩვენ ჩვენი დღის წესრგიით ვიმოქმედებთ მიღებული პრაქტიკაა, როცა მთავრდება ოლიმპიური თამაშები, მთავრდება, ტარდება ოფიცალური მიღებდა ჩვენი მხრიდან აუცილებელი იყო ასეთი ღონისძების დაგეგმვა. დაჯილდობა მისი საქმეა, მისი საქმეა ამას როდის და სად გააკეთებს. ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით.
რაც შეეხება ორდენებით დაჯილდოებას, ეს პრაქტიკა საერთოდ არ ყოფილა აქამდე მიღებული. 2021 წელს როცა მოხდა დახვედრა, ლაშა ტალახაძე გახდა მაშინ ჩემპიონი და სალომე ზურაბიშვილს აზრადაც არ მოსვლია მისი დაჯილოდება. ეს არის კარგი პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ ვამკვიდრებთ საქაქრთველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად. იმედი მაქვს ის დააჯილოდებს სპორტსმენებს და ასე მოხდება, თუ არადა 4 თვეში გვეყოლება ახალი პრეზიდენტი და ის მაინც დააჯილოდებს, მაგრამ მე ვფიქრობმ რიმ ეს უფრო ადრე მოხდება ", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ოლიმპიელების მიღება და დაჯილდოება დღეს 15 აგვისტოს, ნაჩქარევად არ უნდა გაიმართოს, როგორც ეს მთავრობას აქვს გადაწყვეტილი.
განცხადება რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, "ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ დღეს 13:00 საათზე შეატყობინა, რომ საღამოს 20:00 საათზე ოლიმპიელების დახვედრა და დაჯილდოება.