"ოცნება" რუსეთის ინტერესებს ემსახურება - ჯაფარიძე
"ქართული ოცნება" ემსახურება რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენლის მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ივანიშვილის გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ციტატის მოყვანას.
ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდის წევრები კრემლის მოსაწონად იქცევიან.
პირველ რიგში, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ "ქართული ოცნება" ემსახურება რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. მათი ამოცანაა, რომ ისეთი განცხადება გააკეთონ, ან ისეთი ნაბიჯი გადადგან, რომელიც მოწონებას მოიპოვებს მოსკოვიდან და კრემლიდან. ასე რომ, ეს ერთ-ერთი ნაბიჯია, რომელიც ძალიან მოეწონა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას", - ამბობს ჯაფარიძე.
ცნობისთვის, გაეროში სკანდალური სხდომა ჩატარდა - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს.
რუსეთმა მაღალი ტრიბუნალიდან აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს დასადანაშაულებლად "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება გამოიყენა.
დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ივანიშვილის ხელისუფლების პოზიცია წაიკითხა, რომ თითქოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის დაკვეთის შესაბამისად მოქმედებდა.