ქვეყნის ინტერესების ღალატია, "ოცნების" წინააღმდეგ საჯარო სასამართლოს დაწყებას ვითხოვ - გვარამია
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ საჯარო სასამართლოს დაწყებას ითხოვს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ივანიშვილის გუნდს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ "ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება მოღალატეობრივია.
ნიკა გვარამია ამბობს, რომ რუსული კანონის მიმღებ ხელისუფლებას აქვს მცდელობა, "რუსეთს უმძიმესი საერთაშორისო სამართლებრივი და ჰუმანიტარული დანაშაული ჩამორეცხოს".
ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი. ეს არის საქართველოს დადანაშაულება იმაში, რაც არ ჩაუდენია ამ ქვეყანას არასდროს, ჩვენ სამშობლოს არ ჩაუდენია არასდროს და ეს არის მცდელობა ჩამორეცხონ რუსეთს უმძიმესი საერთაშორისო სამართლებრივი და ჰუმანიტარული დანაშაული. დაიწყოს საჯარო სასამართლო "ქართული ოცნების" მოღალატეობრივი პოლიტიკის შესასწავლად", - ამბობს გვარამია.
"ქართული ოცნება" ისევ ომის გამოძიებით იმუქრება - ივანიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ "2008 წლის ომის გარე ძალების მხარდაჭერით მოხდა".