"მოღალატეობრივია" - ხიდაშელი "ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაზე

15.08.24 17:59
"მოღალატეობრივია" - ხიდაშელი "ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას მიზანმიმართულს უწოდებს და აცხადებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭომდე ერთი დღით ადრე დაფიქსირებული პოზიცია რუსეთის ინტერეს ემსახურებოდა.

თინა ხიდაშელი ივანიშვილის გუნდის პოლიტსაბჭოს განცხადებას მოღალატეობრივად მიიჩნევს და ამბობს, რომ აგვისტოს ომის მოვლენებში ქართული მხარის დადანაშაულება რუსეთის არგუმენტების გამრავლებას ემსახურებოდა.

8 აგვისტოს რომ გააკეთეს განცხადება, სულელური, მოღალატეობრივი, მაგრამ 8 აგვისტოს იყო და ეს იყო მათი პოზიცია. მერე მეორედ რომ გააკეთეს განცხადება აუცილებლად გაჩნდა კითხვა, რომ ახლა რაში სჭირდებოდათ. ამასობაში, ხალხმა, რომელმაც ვიცოდით, რომ წინ უშიშროების საბჭო იყო, რომელსაც ეს საკითხი უნდა განეხილა, ჩემთვის სრულიად ნათელი იყო, რომ დიახ, სპეციალურად, შეგნებულად, სწორედ იმიტომ, რომ რუსულ მხარეს არგუმენტები გამრავლებოდა, მორიგი განცხადება გააკეთეს კიდევ ერთხელ და ეს შესაბამისად აიტაცა რუსეთის წარმომადგენლობამ გაეროში და გამოიყენა", - თინა ხიდაშელი. 

ცნობისთვის, გაეროში სკანდალური სხდომა ჩატარდა - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. 

რუსეთმა მაღალი ტრიბუნალიდან აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს დასადანაშაულებლად "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება გამოიყენა.

დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ივანიშვილის ხელისუფლების პოზიცია წაიკითხა, რომ თითქოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის დაკვეთის შესაბამისად მოქმედებდა.

გაეროს უშიშროების საბჭომდე ერთი დღით ადრე კი "ოცნება" ომის გამოძიებით დაიმუქრა - ივანიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ "2008 წლის ომის გარე ძალების მხარდაჭერით მოხდა".