"ოცნებამ" კარად იცის, რომ მათი ყველა განცხადება რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული - გიგაური
"ოცნებამ" კარად იცის, რომ მათი ყველა განცხადება რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული - ასე ეხმაურება ეკა გიგაური გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენლის მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ივანიშვილის გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ციტატის მოყვანას.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი არა დასავლეთს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, არამედ რუსეთს ემეგობრება.
მათ ძალიან კარგად იციან, რომ მათი ყველა განცხადება იქნება გამოყენებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან. მათ არ წამოსცდენიათ ეს. მათთვის რუსეთი არის მეგობარი, რუსეთი არის პარტნიორი და ისინი არაპარტნიორულ ურთიერთობებს ახორციელებენ ზუსტად ჩვენ დასავლელ მეგობრებთან, მათთან ვინც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - ამბობს ეკა გიგაური.
ცნობისთვის, გაეროში სკანდალური სხდომა ჩატარდა - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს.
რუსეთმა მაღალი ტრიბუნალიდან აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს დასადანაშაულებლად "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება გამოიყენა.
დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ივანიშვილის ხელისუფლების პოზიცია წაიკითხა, რომ თითქოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის დაკვეთის შესაბამისად მოქმედებდა.
გაეროს უშიშროების საბჭომდე ერთი დღით ადრე კი "ოცნება" ომის გამოძიებით დაიმუქრა - ივანიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ "2008 წლის ომის გარე ძალების მხარდაჭერით მოხდა".